მისამართი

ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თბილისი - 0179

საკონტაქტო ინფორმაცია

T: (+995) 32 230 41 45

@: elizbar.nadaraya@tsu.ge

ნადარაია ელიზბარ

აკადემიკოსი

ბიოგრაფია

სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა დაკვირვებათა განაწილების კანონის ფუნქციონალური მახასიათებლების არაპარამეტრულ შეფასბათა თეორია, რაც კერძოდ, გულისხმობს:  A. ალბათური განაწილების სიმკვრივის თანამედროვე არაპარამეტრული შეფასებათა თეორიას; B. რეგრესიის ფუნქციის თანამედროვე არაპარამეტრულ შეფასებათა თეორიას (B თეორიას საფუძველი ჩაეყარა ერთდროულად (1964) საქართველოში და ამერიკის შეერთებულ შტატებში). კვლევის აქტუალობას განსაზღვრავს A და  B თეორიაში გასული საუკუნის 60-იან წლებიდან  დღემდე მიღებული ფუნდამენტური შედეგები:  მაგალითად ა) A  და B-ში  აგებული შეფასებათა ალბათობით კრებადობა ძირითად ფუნქციონალურ სივრცეთა მეტრიკით, ბ) აგებულ შეფასებათა  მაქსიმალური და ინტეგრალური გადახრების ზღვარითი განაწილების მოძებნის მეთოდიკა,  ნდობის არეებისა და სხვადასხვა სახის  სტატისტიკური ჰიპოთეზათა შემოწმების ახალი კრიტერიუმების აგება.  ამჟამად ჩვენი  კვლევების ძირითადი მიზანია განაწილების სიმკვრივის გულოვანი ტიპის შეფასებების გამოყენებით ერთგვაროვნების ჰიპოთეზის შემოწმების პრობლემის გადაწყვეტა მრავალი  დამოუკიდებალი შერჩევათა სერიის შემთხვევაში; განაწილების სიმკვრივის გარკვეული რეკურენტული შეფასებების კვადრატული გადახრის ზღვარითი განაწილების მოძებნა და მისი გამოყენება სტატისტიკაში. A  და B თეორიაში მიღებული შედეგების გამოყენება   წარმატებით ხდება ფინანსურ მათემატიკაში, მედიცინაში, ეკონომიკაში და ა. შ.

გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა: 120-ზე მეტი.

განათლება - სამეცნიერო ხარისხი და წოდება

  1. 2023

    აკადემიკოსი

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  2. 2001

    წევრ-კორესპონდენტი

    საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
  3. 1981

    ფიზ.-მათ. მეცნიერებათა დოქტორი

    ტაშკენტის რომანოვსკის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი
  4. 1964

    ფიზ.-მათ. მეცნიერებათა კანდიდატი

    მოსკოვის სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი
  5. 1960-1963

    ასპირანტი

    მოსკოვის სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი
  6. 1959

    უმაღლესი

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი

დაკავებული თანამდებობები

  1. 2006 - დღემდე
    სრული პროფესორი
    თსუ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
  2. 1986-2006
    კათედრის გამგე
    თსუ, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრა
  3. 1982-1986
    პროფესორი
    თსუ, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრა
  4. 1978-1982
    დოცენტი
    თსუ, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრა
  5. 1973-1978
    განყოფილების გამგე
    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება
  6. 1971-1973
    განყოფილების გამგე
    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება
  7. 1970-1971
    განყოფილების გამგის მოვალეობის შემსრულებელი
    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება
  8. 1969-1970
    განყოფილების გამგის მოადგილე
    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება
  9. 1966-1969
    უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია