გამყრელიძე ერეკლე
აკადემიკოსი
ბიოგრაფია
სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს: სტრუქტურული გეოლოგია და გეოტექტონიკა; სტრუქტურული გეოლოგია და ტექტონიკური სტრუქტურების ფორმირების მექანიზმი; შარიაჟების მორფოლოგიურ – კინემატიკური თავისებურებები და გენეზისი; ხმელთაშუა ზღვის (ალპურ–ჰიმალაიური) კოლიზიური ოროგენული სარტყლის გეოდინამიკური ევოლუცია და პალეოტექტონიკური რეკონსტრუქციები; ლოთოსფეროს და დედამიწის ქერქის ჰორიზონტალური ტექტონიკური განშრევება და მაგმური და მეტამორფული ქანების ფორმირების გეოდინამიკური პირობები; კავკასიის და მოსაზღვრე რეგიონების ტერეინული ანალიზი.
ყველა ამ მიმართულებით კვლევები 45–ზე მეტი წლის განმავლობაში ტარდებოდა ფილების ტექტონიკის თეორიის საფუძველზე. შედეგები ქვეყნდებოდა პერიოდულ ჟურნალებში და მონოგრაფიების სახით. ისინი სინთეზირებულ იქნა აგრეთვე საქართველოს გეოლოგიურ (2003) და ტექტონიკურ (2013) ციფრული რუკებზე 1:500 000 მასშტაბში.
გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა – 200-ზე მეტი