პაპუნიძე ვანო
აკადემიკოსი
ბიოგრაფია
სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ძირითადი მიმართულებებია: სატყეო ეკოლოგია, ბუნების დაცვა, მერქნიან მცენარეთა ბიოეკოლოგია, დეკორატიული მებაღეობა. დამუშავებულ თემებსა და გამოქვეყნებულ ნაშრომებში შესწავლილი, გაანალიზებული და შეფასებულია შემდეგი პრობლემები:
-რესპუბლიკის ცალკეული რეგიონების ტყის მცენარეულობის ზრდა-განვითარების ეკოლოგიური პირობები და კორომის ბიოლოგიური პროდუქტიულობა;
-უმეტესად გავრცელებული ტყის ტიპების სამეურნეო ჯგუფებში განახლების პროცესის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები;
-მთის ტყეების ძირითადი ეკოლოგიური ფუნქციები (წყალდაცვითი, წყალშენახვითი, ნიადაგდაცვითი, ბალნეოლოგიური, ზვავ და ეროზიის საწინააღმდეგო, აგრო-სატყეო სამელიორაციო და სხვა);
-ტყის მეურნეობისა და დეკორატიული მებაღეობისათვის პერსპექტიული ეკზოტების ბიოლოგიური თავისებურებები და სეზონური განვითარების რიტმი;
-დეგრადირებული ტყის კორომების აღდგენის და სატყეო მეურნეობის ინტენსიფიკაციის გზები (მოვლითი და მთავარი სარგებლობის ჭრა, სწრაფმოზარდი ჯიშებისაგან სამრეწველო დანიშნულების პლანტაციების შექმნა, აგროტექნიკა, განოყიერება და ა.შ.) თანამედროვე ტექნოლოგიისა და ტექნიკის გამოყენებით.
გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა: 100