მისამართი

თევდორე მღვდლის ქუჩა 13, თბილისი

საკონტაქტო ინფორმაცია

T: (+995) 599-20-86-00

@: zurikok@hotmail.com

ზურაბ ქევანიშვილი

აკადემიკოსი

აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი

ბიოგრაფია

სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ადამიანის სმენის სისტემის ფუნქციის და დისფუნქციის პრეციზიული ანალიზი. კვლევათა კომპლექსში შიგნითა ყურის აკუსტიკური და სმენის ცენტრალური გზის ელექტრული ფენომენები არიან პარალელურად ჩართულნი. თანამედროვე გამასაშუალებელი ტექნიკური საშუალებებით ოტოაკუსტიკური ემისიების და სმენის გამოწვეული პოტენციალების მახასიათებლების შესწავლა წარმოებს. კერძოდ, ნორმალური სმენის ინდივიდებში მიღებული მონაცემები სმენადაქვეითებულთა დიაგნოსტიკის და მკურნალობის პროცესებში პოულობს გამოყენებას. ობიექტურ კრიტერიუმთა მოხმობით, სმენადაქვეითებულების კონტინგენტი სასმენ აპარატთა და კოხლეარულ იმპლანტთა პოტენციურ მომხმარებლებად დიფერენცირდება. სამეცნიერო ინტერესების ნუსხაში ქვეყნის მასშტაბით ახალშობილთა სმენის მასობრივი სკრინინგიც არის წარმოდგენილი. აუდიოლოგიური პათოლოგიების უარყოფითი დინამიკის პრევენციას, ჰაბილიტაციის/რეჰაბილიტაციის პროცესების მეცნიერულად დასაბუთებულ ოპტიმიზაციას ექცევა შერჩევითი ყურადღება.

გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა: 385 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია და რამოდენიმე ბუკლეტი.

განათლება - სამეცნიერო ხარისხი და წოდება

  1. 2018

    აკადემიკოსი

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  2. 2009

    წევრ-კორესპონდენტი

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  3. 1985

    პროფესორი

  4. 1983

    დოცენტი

  5. 1982

    მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

  6. 1969

    მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი

  7. 1965-1968

    ასპირანტი

    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი
  8. 1965

    უმაღლესი

    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი

დაკავებული თანამდებობები

  1. 1990 - დღემდე
    დირექტორი
    აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრი
  2. 1975-1990
    ელექტროფიზიოლოგიური განყოფილების გამგე
    აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრი
  3. 1983 - დღემდე
    პროფესორი
    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია
  4. 1996 - დღემდე
    პროფესორი
    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჯილდოები, პრემიები და სხვა დამსახურებები

  • 2001
    ღირსების ორდენი
  • 1986
    საპატიო ნიშნის ორდენი