ნატრიაშვილი თამაზ
აკადემიკოსი
ბიოგრაფია
სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
საავტომობილო ძრავების სიმძლავრის, ეკონომიური და ეკოლოგიური მაჩვენებლების კვლევა და გაუმჯობესება, საავტომობილო ძრავებზე ალტერნატიული საწვავების გამოყენება, ახალი ტექნოლოგიური მანქანების დამუშავება, სამანქანო სისტემების დინამიკური პროცესების კვლევა, მყარი სხეულების დარტყმითი პროცესების შესწავლა, რობოტიზებული სისტემების დამუშავება, ენერგიის არატრადიციული წყაროების გამოყენება.
-2006 წლიდან არის პრიორიტეტული პროგრამის „ინოვაციური ტექნოლოგიების დამუშავება მანქანათმშენებლობასა და სატრანსპორტო საშუალებებში“ კოორდინატორი და ხელმძღვანელი. პროგრამა მოიცავს დისტანციურად მართვადი მობილური მანქანების დამუშავებას, სამანქანო სისტემების დინამიკური პროცესების კვლევას, მყარი სხეულების დარტყმითი პროცესების შესწავლას, ტექნოლოგიური და სპეციალური დანიშნულების მანქანა იარაღების დამუშავებას.
გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის 4 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელო. მიღებული აქვს 11 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე და პატენტი.