მისამართი

ა. პოლიტკოვსკაიას ქ. N 8ა, თბილისი,

საკონტაქტო ინფორმაცია

T: (+995 32) 293 35 23

@: tamaz@shilakadze.ge

შილაკაძე თამაზ

აკადემიკოსი

ბიოგრაფია

სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოდგენს საგზაო-სატრანსპორტო სისტემების სრულყოფისა და განვითარების პრობლემათა შესწავლა და ინოვაციური მეთოდების პრაქტიკაში დანერგვა. საგზაო დარგში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის განვითარების სამუშაოები; საგზაო-სატრანსპორტო ქსელის შემდგომი გაუმჯობესებისა და განვითარების საკითხები; საგზაო დარგისთვის საჭირო ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავება; ადგილობრივი საგზაო საამშენებლო მასალებისა და მრეწველობის ნარჩენების შესწავლა საგზაო სისტემაში დანერგვის მიზნით; გზებზე მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებების დამუშავება და ახალი ეფექტური ავტოტრანსპორტის დამცავი ნაგებობების შექმნა და მათი დანერგვა.

გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა: 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოს და გამოგონების ავტორი.

განათლება - სამეცნიერო ხარისხი და წოდება

  1. 2018

    აკადემიკოსი

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  2. 2002

    პროფესორი

    საქართველოს საავტომობილო-საგზაო ინსტიტუტი
  3. 2001

    აკადემიკოსი

    ტრანსპორტის საერთაშორისო აკადემია
  4. 2000

    აკადემიკოსი

    საქართველოს საინჟინრო აკადემია
  5. 1998

    იურისტ-ეკონომისტი

    თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი
  6. 1958-1961

    ასპირანტი

    მოსკოვის საავტომობილო საგზაო ინსტიტუტი
  7. 1950-1955

    გზათა მიმოსვლის ინჟინერი

    საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი

დაკავებული თანამდებობები

  1. 2018
    პრეზიდენტის მრჩეველი
    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  2. 2017 - დღემდე
    პრეზიდენტი
    ტრანსპორტის საერთაშორისო აკადემია
  3. 2017 - დღემდე
    თავმჯდომარე
    საქართველოს კულტურის ფონდი
  4. 2012 - დღემდე
    აკადემიკოს-მდივანი
    საქართველოს საინჟინრო აკადემიის საგზაო-სატრანსპორტო სისტემებისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება
  5. 1989-1998
    თავმჯდომარის მოადგილე
    საქართველოს საგზაო დარგი (კონცერნ „საქავტოგზა“)
  6. 1981-1991
    რექტორი
    საქართველოს ტექნიკური შემოქმედების და პატენტმცოდნეობის ინსტიტუტი
  7. 1965 - დღემდე
    გენერალური დირექტორი
    შპს „საქართველოს გზათა სამეცნიერო-კვლევითი და საწარმოო-ტექნოლოგიური კომპლექსური ინსტიტუტი „საქგზამეცნიერება“

ჯილდოები, პრემიები და სხვა დამსახურებები

  • 2013
    წლის საუკეთესო ინჟინერი
  • 2003
    თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2002
    ბელორუსიის საპატიო მეგზევე
  • 1999
    საქართველოს ღირსების ორდენი
  • 1996
    რუსეთის ფედერაციის საპატიო მეგზევე
  • 1986
    საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • 1984
    საქართველოს სახელმწიფო კომიტეტის პირველი პრემიის ლაურეატი
  • 1983
    საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
  • 1974
    საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1971
    საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი