მისამართი

რუსთაველის გამზ. 52, თბილისი - 0108

საკონტაქტო ინფორმაცია

T: (+995 32) 293 58 92

@: tinisadunishvili@gmail.com

სადუნიშვილი თინათინ

აკადემიკოსი

ბიოგრაფია

თინათინ სადუნიშვილმა 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ბიოქიმიის სპეციალობით. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში აზოტის მეტაბოლიზმის ფერმენტების სტრუქტურის, კინეტიკის და რეგულაციის, ამონიუმის ასიმილაციის მეტაბოლური გზების გამოკვლევებზე 1980 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1995 წელს კი სადოქტორი დისერტაციები. დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში ლაბორატორიის ხელმძღვანელობის პერიოდში მისი კვლევის სფერო გაფართოვდა მცენარის სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების შესწავლით ორგანული ტოქსიკანტებით დაბინძურებულ გარემოში. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა საერთაშორიშო პროექტები მიკრობულ მრავალფეროვნებაზე, ბიო და ფიტორემედიაციულ ტექნოლოგიებზე, ფიტოპათოგენურ ბაქტერიებსა და მათ სპეციფიკურ ბაქტერიოფაგებზე. 2013 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი და მცენარეთა ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 2009 წელს არჩეულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, 2015 წელს კი აკადემიკოსად.

მისი პროფესიული კარიერის მანძილზე მუშაობდა როგორც მიწვეული პროფესორი ბუდაპეშტის ეტვაშ ლორანდის უნივერსიტეტში, მკვლევარი სეგედის ბიოლოგიური ცენტრის ენზიმოლოგიიის ინსტიტუტში, მურსიას უნივერსიტეტში (ესპანეთი), ლოურენს ბერკლის ეროვნულ ლაბორატორიაში (აშშ), მეისეის უნივერსიტეტში (იაპონია) და სხვ. ის არის ავტორი მონოგრაფიის და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის მიმოხილვითი სტატიების და თავების წიგნებში.

 

განათლება - სამეცნიერო ხარისხი და წოდება

  1. 2015

    აკადემიკოსი

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  2. 2009

    წევრ-კორესპონდენტი

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  3. 1995

    ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ს. დურმიშიძის სახ. ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი
  4. 1980

    ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ს. დურმიშიძის სახ. ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი
  5. 1970 - 1975

    უმაღლესი

    ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი

დაკავებული თანამდებობები

  1. 2019 - დღემდე
    ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი
    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  2. 2005 - დღემდე
    ლაბორატორიის ხელმძღვნელი
    ს. დურმიშიძის სახ. ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორია
  3. 1996-2005
    მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი
    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ს. დურმიშიძის სახ. ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი
  4. 1994-2004
    პროფესორი
    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის კათედრა
  5. 1994-1996
    წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი
    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. დურმიშიძის სახ. ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი
  6. 1986-1994
    უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. დურმიშიძის სახ. ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი
  7. 1978-1985
    უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი
    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. დურმიშიძის სახ. ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი
  8. 1974-1978
    უფროსი ლაბორანტი
    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. დურმიშიძის სახ. ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი