მერაბიშვილი ინესა
აკადემიკოსი
ბიოგრაფია
ინესა მერაბიშვილის კვლევის სფეროა ლინგვისტიკა, თარგმანის თეორია, ლიტერატურა. თარგმნის ლორდ ბაირონს ქართულად და გალაკტიონ ტაბიძეს ინგლისურად, რომელიც უკვე ორჯერ გამოიცა ბრიტანეთში. 1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მან დააფუძნა საქართველოს ბაირონის საზოგადოება და იქიდან მოყოლებული დღემდე არის მისი პრეზიდენტი. 1996 წელს მისი თაოსნობით შეიქმნა თბილისის ბაირონის სკოლა, როგორც ენისა და კულტურის დამატებითი სასწავლებელი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.
გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, ოცი წიგნი და მონოგრაფია.