მისამართი

ე. მინდელის 7, თბილისი

საკონტაქტო ინფორმაცია

T: (+995) 32 232 58 31

@: levanjaparidze@yahoo.com

ჯაფარიძე ლევან

აკადემიკოსი

ბიოგრაფია

სამეცნიერო ინტერესების სფეროები: ქანების და მიწისქვეშა ნაგებობათა მექანიკა; ნაგებობებათა გაანგარიშება გრავიტაციული, ტექნოლოგიური, ტექტონიკური, მიწისძვრის და აფეთქების სეისმური,  და სხვა წარმოშობის სტატიკურ და დინამიკურ ზემოქმედებებზე; ბუნებრივი და კომპოზიტური მასალების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების დადგენის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პრობლემები; სამთო, სატრანსპორტო, ჰიდროტექნიკური, სამხედრო და სხვა დანიშნულების გვირაბების ზღვრულ მდგომარეობებზე გაანგარიშების ანალიზური მეთოდები და კომპიუტერული პროგრამები; წიაღისეულ საბადოთა რაციონალური მოპოვების და გადამუშავების სამეცნიერო-ტექნიკური პრობლემები; მეწყერსაშიში უბნების გრავიტაციული და სეისმური ზეგავლენების მიმართ მდგრადობის შეფასების და მისი უზრუნველყოფის გეოტექნიკური მეთოდების განვითარება და გამოყენება.

გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა: 130 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 5 მონოგრაფიის, 1 სახელმძღვანელოს და 5 გამოგონების ავტორი.

განათლება - სამეცნიერო ხარისხი და წოდება

  1. 2018

    აკადემიკოსი

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  2. 1998

    წევრ-კორესპონდენტი

    საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
  3. 1983

    პროფესორი

  4. 1978

    ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი

    მოსკოვის სამთო ინსტიტუტი
  5. 1968

    ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი

    მოსკოვის სამთო ინსტიტუტი
  6. 1965-1968

    ასპირანტი

    სამთო გეომექანიკის და მარკშეიდერიის ინსტიტუტი, ლენინგრადი
  7. 1955-1960

    სამთო ინჟინერი

    საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი

დაკავებული თანამდებობები

  1. 2009 - დღემდე
    სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე
    გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტი
  2. 2004 - დღემდე
    განყოფილების უფროსი
    გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტი, მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობის და საბადოთა დამუშავების განყოფილება
  3. 1993-2004
    დეპარტამენტის თავმჯდომარე
    საქართველოს მეცნიერების და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტი/დეპარტამენტი
  4. 1970-1993
    პროფესორი
    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  5. 1984-2004
    დირექტორი
    გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტი
  6. 1968-1984
    მეცნიერი თანამშრომელი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი
    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტი
  7. 1962-1965
    ინჟინერი
    „საქშახტაპროექტი“

პრემიები, ჯილდოები და სხვა მიღწევები

  • 2016
    საპატიო სიგელი სამეცნიერო მიღწევებისათვის
    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  • 1998
    ღირსების ორდენი