მისამართი

გოთუას ქ. 14, თბილისი - 0160

საკონტაქტო ინფორმაცია

T: (+995 32) 299 60 55

@: nodmit@gmail.com

მითაგვარია ნოდარ

აკადემიკოსი

ბიოგრაფია

ფიზიოლოგია. თავის ტვინის ფუნქციათა მეტაბოლური უზრუნველყოფის მარეგულერებელი მექანიზმების ფუნქციონირება და მათი დარღვევები.

სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
1. თავის ტვინის სისხლით მომარაგების მარეგულირებელი მექანიზმების ფუნქციონირების ექსპერიმენტული კვლევა და ანალიზი ნორმისა და სხვადასხვა პათოლოგიის პირობებში.
2. ონკოლოგიურ კლინიკაში გამოყენებადი ლოკალური და მთელი სხეულის ჰიპეთერმიით მკურნალობის თერაპიული ეფექტის და მისი დარღვევის ფიზიოლოგიური მექანიზმების კვლევა.
3. ოქსიდაციური სტრესის და მის მიერ გამოწვეული ჰორმეზისის ფენომენის მოქმედების ფიზიოლოგიური მექანიზმების და მათთან კორელირებული თავისუფალი რადიკალების დუალური (დადებითი და უარყოფითი) მოქმედების ექსპერიმენტული კვლევა და ანალიზი.

პუბლიკაციები: 3 სამეცნიერო მონოგრაფია; 4 სახელმძღვანელო, 200-ზე მეტი სტატია და აბსტრაქტი, გამოქვეყნებული ქართულ, რუსულ და ინგლისურ პერიოდულ გამოცემებსა და შრომათა კრებულებში.

განათლება - სამეცნიერო ხარისხი და წოდება

  1. 2013

    აკადემიკოსი

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  2. 1984

    ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

    სეჩენოვის სახ. ევოლუციური ფიზიოლოგიის და ბიოქიმიის ინსტიტუტი, ლენინგრადი
  3. 1971

    ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი

    ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტი
  4. 1967-1971

    ასპირანტი

    ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტი

დაკავებული თანამდებობები

  1. 2017-2019
    სამეცნიერო მრჩეველი
    BAO Health Resource Corporation (ტარზანა, აშშ)
  2. 2015 - დღემდე
    ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი
    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  3. 2012 – 2017
    სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე
    ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი
  4. 2010-2017
    მმართველი საბჭოს წევრი
    ევროპის ნეირომეცნიერთა საზოგადოებათა ფედერაცია (FENS)
  5. 2010 - 2017
    მმართველი საბჭოს წევრი
    თავის ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაცია (IBRO)
  6. 2010 - 2011
    პრეზიდენტი
    კლინიკური ჰიპერთერმიის საერთაშორისო საზოგადოება (ICHS)
  7. 1991 - დღემდე
    თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის და მეტაბოლიზმის განყოფილების ხელმძღვანელი
    ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი (ყოფილი ფიზიოლოგიის ინსტიტუტი)
  8. 1991 - დღემდე
    უფროსი კონსულტანტი
    Valey Cancer Institute-ის (ლოს ანჯელესი, აშშ)
  9. 1991-2008
    ხელმძღვანელი
    ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის თავის ტვინის ფუნქციათა მეტაბოლური უზრუნველყოფის განყოფილება
  10. 1980-1991
    დირექტორის მოადგილე და ლაბორატორიის ხელმძღვანელი
    ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტი
  11. 1975-1978
    აღმასრულებელი დირექტორი
    ქსოვილებში ჟანგბადის გადატანის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISOTT)
  12. 1971-1980
    ხელმძღვანელი
    ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის თავის ტვინის ფუნქციათა მეტაბოლური უზრუნველყოფის ლაბორატორია

პრემიები, ჯილდოები და სხვა მიღწევები

  • 2001
    ი. ბერიტაშვილის სახ. პრემია
  • 1991
    საერთაშორისო ორდენი: “Merit for Life”
    სიცოცხლის წინაშე დამსახურებისათვის
  • 1991
    სსრკ მეცნ. აკადემიის ფიზიოლოგიის განყოფილების პირველი პრემია და საპატიო დიპლომი
    “თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის პროგრამით” მაღალი ხარისხის კვლევების ჩატარებისთვის