ხუროძე რამაზ
აკადემიკოსი
ვიცე-პრეზიდენტი
ბიოგრაფია
სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ა) მართვის მრავალელემენტიანი დარეზერვებული აღდგენადი სისტემების საიმედოობრივი დაგეგმვის საკითხები. საკვლევი ობიექტის მათემატიკური მოდელირების საჭიროებისათვის აგებულია მასობრივი მომსახურების ჩაკეტილი სისტემები. განიხილება მათი აგებისა და კვლევის ახალი ტექნოლოგია მარკოვის ანალიზური, ეკონომიკური და კომპიუტერული მოდელების გამოყენებით.
ბ) ხელოვნური ინტელექტის ამოცანები.
ნეირონული ქსელების გამოყენება სახეთა ამოცნობის პროცესისათვის. მოცემული სასწავლო ნაკრების რეალიზაციისთვის ნეირონების პარამეტრების, წონითი კოეფიციენტების, გადაწყვეტილების მიმღები წესის ფორმირება. სხვადასხვა პროგრამული პლატფორმებისთვის აქტივაციის ფუნქციის შერჩევა.
გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა: 15 მონოგრაფია, 88 სამეცნიერო სტატია, 13 სახელმძღვანელო