მაისაძე ფერანდო
წევრ-კორესპონდენტი
ბიოგრაფია
გეოლოგია. პალეოგეოგრაფია, ტექტონიკა, სედიმენტოლოგია.
სამეცნიერო კვლევები ძირითადად ეხება საქართველოს და ნაწილობრივ, კავკასიისა და ალპური ნაოჭა სარტყლის გეოლოგიური განვითარების ისტორიას პალეოგენურ დროში. აღნიშნული კვლევები კომპლექსურ ხასიათს ატარებს, რაც გულისხმობს პალეოგენური წარმონაქმნების სედიმენტოლოგიის, ტექტონიკის, პალეოგეოგრაფიის, ფაციესების და სხვათა შესწავლას. სპეციალური კვლევის ობიექტი იყო აგრეთვე კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე განვითარებული ზედაეოცენური ოლისტოსტრომები და ველური ფლიში და მათი კორელაციია ალპური ნაოჭა სისტემის ანალოგიურ წარმონაქმნებთან. ბოლო წლებში კვლევის ინტერესებს წარმოადგენს ოროგენული ფაზისები და „მოვლენათა ნალექები“. კერძოდ, შესწავლილია სამხრეთ კავკასიაში გამოვლენილი დანაოჭების ფაზისების გამოვლენის დრო და სავარაუდო ხანგრძლივობა და მათი კავშირი რეგრესიულ ნალექებთან. პირველად კავკასიაში ქაოსურად აგებული ნალექებში გენეტიკური მონაცემების მიხედვით გამოყოფილია „მოვლენათა ნალექები“ (ოლისტოსტრომები, ველური ფლიში), რომელებიც თავის სტრუქტურულ-ტეხსტურული და ლითოლოგიური ნიშნებით ფსეფიტების ჯგუფს მიეკუთვნება. ასევე პირველად კავკასიის ფლიშურ ნალექებში დადგენილია რეტროშარიაჟების არსებობა.
სამეცნიერო ინტერესების სფეროები: რეგიონული გეოლოგია, ტექტონიკა, პალეოგეოგრაფია და ლითოლოგია.
გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა: 85