ქავთარაძე რევაზ
წევრ-კორესპონდენტი
რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი
სამეცნიერო ინტერესების სფერო
თბოენერგეტიკა, თბური ძრავების თეორია, თბოცვლის თეორია;
თბური ძრავების ეკოლოგიური მახასიათებლების გაუმჯობესების მეთოდები;
ენერგიის ალტერნატიული წყაროების და ალტერნატიული საწვავების (წყალბადის, ბუნებრივი გაზის, სინთეზ-გაზების) გამოყენება სატრანსპორტო ენერგეტიკულ დანადგარებში;
წყალბადის ენერგეტიკა, წყალბადის ძრავების შექმნის მეცნიერული დასაბუთება, მათში მიმდინარე თბოფიზიკური პროცესების ექპერიმენტული და თეორიული კვლევის მეთოდების დამუშავება, წყალბადის ძრავას ეკოლოგიური მახასიათებლების გაუმჯობესება;
თბოენერგეტიკულ დანაგარებში ფიზიკური პროცესების მათემატიკური მოდელირება (0- და 3 განზომილებიანი მოდელირება);
აირებისა და სითხეების ტურბულენტური დინების პროცესები თბოენერგეტიკულ დანაგარებში.