ნემსაძე ქეთევან
წევრ-კორესპონდენტი
ბიოგრაფია
პედიატრია. ფეტალური პროგრამირება: ფეტალური სტრესის გავლენა რესპირაციული დაავადებების, ასთმის, ბავშვის ადრეული განვითარებისა და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის განვითარებაზე ბავშვთა ასაკში.
სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ,,ბარკერის ჰიპოთეზა’’, იგივე ,,დამზოგველი ფენოტიპის ჰიპოთეზა’’, და ,,ფეტალური პროგრამირების ჰიპოთეზა’’, რაც წარმოადგენს სახელმძღვანელოს, საშვილოსნოსშიდა არსებული გარემოს გავლენის ნაყოფის განვითარებაზე და ადგენს, როგორც ადაპტაციური, ისე არაადაპტაციური შედეგების ჭეშმარიტ პარამეტრებს; ასევე, ორსულობის დროს არსებულ სტრესსა და რესპირაციული დაავადებების, ასთმის და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის განვითარებას შორის კავშირის დადგენა.
საკითხის აქტუალობას განსაზღვრავს უკანასკნელ წლებში დაგროვილი მნიშვნელოვანი ცოდნა ამ დარგის ირგვლივ, სამომავლო პერინატალური კვლევების კონცენტრირება ფეტალურ პროგრამირებაზე და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე.
გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა: 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 2 გამოგონებისა და 30-ზე მეტი სახელმძღვანელოს ავტორი და რედაქტორი.