მისამართი

თევდორე მღვდლის #13, თბილისი

საკონტაქტო ინფორმაცია

T: (+995) 32 299-60-55

@: shota.ent@gmail.com

ჯაფარიძე შოთა

აკადემიკოსი

ბიოგრაფია

სამეცნიერო ინტერესების სფეროები: პროფესორ შოთა ჯაფარიძის სამეცნიერო მოღვაწეობა ეძღვნება ოტორინოლარინგოლოგიის პრობლემურ საკითხებს. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც ყურის რეკონსტრუქციული ქირურგიის დონე ზოგიერთი პათოლოგიის დროს ვერ წყვეტდა სმენის დაქვეითების პრობლემას, მან შექმნა მექანოპროტეზირების საკუთარი მეთოდი მრგვალი სარკმლის ეკრანირების მეშვეობით. მის მიერ საქართველოში დაინერგა მთელი რიგი სიახლეები, როგორიცაა სმენის ორგანოს მექანოპროტეზირება, ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების ენდოსკოპიური ქირურგია, ოტოსკლეროზის დროს ნაკლებ ინვაზიური სტაპედოტომიის მეთოდი, შუა ყურის რეკონსტრუქციული ქირურგიის თანამედროვე მეთოდები. განსაკუთრებით აღსაღნიშნავია, რომ მის მიერ 1999 წელს კავკასიაში პირველად დაინერგა კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაცია სრული სიყრუისა და ყრუმუნჯობის დროს. შემუშავდა ამ ოპერაციის დროს სახის ნერვთან უსაფრთხო მიდგომის მეთოდი სახის ნერვის მონიტორის გამოყენების გარეშე.

გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა: 57 სამეცნიერო შრომის, 4 გამოგონების და 1 მონოგრაფიის ავტორი.

განათლება - სამეცნიერო ხარისხი და წოდება

  1. 2013

    აკადემიკოსი

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  2. 1993

    მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

    მოსკოვის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ინსტიტუტი
  3. 1979

    მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი

    მოსკოვის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ინსტიტუტი
  4. 1975-1979

    ასპირანტი

    ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის კათედრა
  5. 1963-1969

    უმაღლესი

    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი

დაკავებული თანამდებობები

  1. 2010 - დღემდე
    დირექტორი
    ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა
  2. 2000 - დღემდე
    საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ექსპერტი ოტორინოლარინგოლოგიაში
  3. 1999 - დღემდე
    სრული პროფესორი
    თსსუ, ყელ-ყურ-ცხვირის დეპარტამენტი
  4. 1993-2003
    მთავარი ოტორინოლარინგოლოგი
    საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
  5. 1993-1999
    პროფესორი
    თსსუ, ყელ-ყურ-ცხვირის კათედრა
  6. 1987-1993
    განყოფილების გამგე
    მარნეულის სარაიონოთაშორისო საავადმყოფოს ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილება
  7. 1970-1987
    ექიმი ოტორინოლარინგოლოგი
    ბოლნისის რაიონული საავადმყოფო

პრემიები, ჯილდოები და სხვა მიღწევები

  • 2012
    სახელმწიფო პრემია
  • 2002
    ღირსების ორდენი