2025 წლის 26 თებერვალს 14:00 სთ-ზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის საკონფერენციო დარბაზში (III სართული) გაიმართება ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა, რომელზეც აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი წარსდგება მონოგრაფიის – ,,ჰიდრომელიორაცია და ჰიდროკვანძების უსაფრთხოება“ პრეზენტაციით.