მეცნიერებათა აკადემიის ახალი გამოცემა
- სექტემბერი 14, 2023
2022 წლის ივნისში დიდი ბრიტანეთის სამეფო ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ეგიდით გაიმართა ვირტუალური კონფერენცია – „ანთროპოლოგიის, ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის საზოგადოების მომავალი“. ამ კონფერენციის ბაზაზე ახლახანს გამოცემული წიგნი წარმოადგენს კონფერენციის ერთ-ერთ პანელზე —„ტრადიციის კონცეფცია: მისი გადარჩენა, ტრანსფორმაცია და ვირტუალური
სამყაროს განახლება“, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერების მიერ წაკითხული მოხსენებების კრებულს. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ამ პანელის თანამონაწილე იყო. კრებულში ავტორები ცდილობენ აჩვენონ, თუ როგორ იცვლება მზარდი ტექნოლოგიური პროგრესის და ცივილიზაციური ძვრების ფონზე პოსტმოდერნული საზოგადოების კონსტრუქცია, როგორ ფართოვდება ჰორიზონტალური კავშირები სოციალური ქსელების მეშვეობით და რა პერსპექტივა აქვს ანთროპოლოგიას; წიგნში საუბარია „კიბერეთნოგრაფიაზე“, როგორც მეცნიერული კვლევის თანამედროვე მეთოდზე.