სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კონცეფციის აკადემიურ სივრცეში განხილვა
- ივნისი 9, 2022
2022 წლის 2 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო ხელშეკრულებით წარმოებული პროექტის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფუნქციონირების კონცეფციის შესახებ“ განხილვა. კონცეფცია მომზადებულია საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიაში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობით. კონცეფცია წარადგინა იდეის ავტორმა და სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ – საქართველოს
კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის პროფესორ – მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.
კონცეფციის ავტორები და პროექტის მეცნიერ-მკვლევარები არიან საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრები; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ მამნიაშვილი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორები დავით გუგავა და მიხეილ ბაძაღუა; საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი თამარ ჩიკვილაძე. პროექტის ფინანსური მენეჯერი ქეთევან გაზაშვილი და პროექტის ასისტენტი პაატა ქორქია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თანამშრომლები არიან.
კონცეფციის მეცნიერ-კონსულტანტია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე. კონცეფციის ირგვლივ მოსაზრებები გამოთქვეს და პროექტის ირგვლივ
გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რეაქტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩეველმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა მინდია უგრეხელიძემ; საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა გულიკო გალდავამ. კონცეფციის ირგვლივ გაიმართა გულახდილი დიალოგი დამსწრე საზოგადოებასა და კონცეფციის ავტორებს შორის. აქვე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალის „კრიმინოლოგი“ მთავარმა რედაქტორმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ წარადგინა ჟურნალის №1 დამატება, მიძღვნილი დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის 20 წლის იუბილეს. მასში ასახულია ცენტრის და უნივერსიტეტის 20
წლიანი სამეცნიერო პრაქტიკული მოღვაწეობა. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ დაბადაბიდან 80 წლის იუბილე მიულოცა აკადემიკოსებს გიორგი კვესიტაძესა და მინდია
უგრეხელიძეს, რომლებსაც აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭათ უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება და გადაეცათ აღნიშნულის დამადასტურებელი დიპომები, ასევე ფასიანი საჩუქრები.
ტრადიციისამებრ, საპატიო დოქტორებმა წაიკითხეს საჯარო ლექცია ეკოლოგიისა და სამართლის თანამედროვე პრობლემების შესახებ, რამაც პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია.