დავით აღმაშენებლის ძეგლის არქიტექტორის განცხადება

დავით აღმაშენებლის ძეგლის არქიტექტორის განცხადება

  • ივნისი 24, 2022

გავეცანი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ეროვნულ პრობლემათა შესწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომაზე გაკეთებულ მოხსენებას – „ქვათა ღაღადი XXI საუკუნის საქართველოში“, სადაც დასმული იყო დავით აღმაშენებლის უნიკალური ძეგლის უწინდელ ადგილზე დაბრუ­ნების საკითხი.

მე, როგორც რიგითი ქართველი და ძეგლის არქიტექტორი, სრულად ვეთანხმები დავით აღმაშენებლის ქანდაკების დაბრუნებას, რაც არა მხოლოდ დიდი ქართველი სკულპტორის მერაბ ბერძენიშვილის საწადელის, არამედ ქართველი ხალხის ნების აღსრულება იქნება.

 

რუსთაველის პრემიის ლაურეატი,

პროფესორი ვახტანგ დავითაია