კრიმინოლოგიის როლი გლობალიზებულ სამყაროში
- ივნისი 29, 2022
2022 წლის 23 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა მრგვალი მაგიდა-დისკუსია: „კრიმინოლოგიის როლი გლობალიზებულ სამყაროში“, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ.
მრგვალ მაგიდაზე მოხსენებით გამოვიდა აშშ-ს კრიმინოლოგიური საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნებრასკას უნივერსიტეტის პროფესორი კრის ესკრიჯი.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტუს დირექტორმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ; საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა: ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორმა რომან შენგელიამ; სამხედრო მეცნიერების დოქტორმა ვახტანგ კაპანაძემ; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა ეკა ბესელიამ; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ; საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა შოთა ფაფიაშვილმა.
მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ და მოსაზრებები გამოთქვეს: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა; საქრთველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ; აკადემიკოსებმა თამაზ შილაკაძემ და რამაზ გახოკიძემ, დისკუსიაში მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხეს პროფესორებმა კრის ესკრიჯმა და მალხაზ ბაძაღუამ.
სხდომის შედეგები შეაჯამა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ.