ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის პროგრამა მკვლევარებისთვის
- ოქტომბერი 14, 2022
ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის პროგრამა Joint Excellence in Science and Humanities (JESH) ხელს უწყობს თანამშრომლობას საზღვარგარეთიდან გამოჩენილ ახალგაზრდა მკვლევარებსა და ავსტრიელ მეცნიერებს შორის. JESH გთავაზობთ incoming/შემომავალ პროგრამას მკვლევარებისთვის 53 სხვადასხვა სამიზნე ქვეყნიდან, ასევე outgoing/გამავალ პროგრამას ავსტრიელი მკვლევრებისთვის.
სამიზნე ჯგუფი: ახალგაზრდა მეცნიერები და მეცნიერები, რომელთაც დოქტორის/PhD ხარისხის მიღების შემდეგ აქვთ მაქსიმუმ 10 წლიანი კვლევის გამოცდილება.
უფლებამოსილი ინსტიტუციები ავსტრიაში (JESH Incoming): ავსტრიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუტები და განყოფილებები/ფაკულტეტები. ავსტრიის მეცნიერებათა აკადემია და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კვლევითი ინსტიტუტები.
უფლებამოსილი ინსტიტუციები სამიზნე ქვეყნებში (JESH Outgoing): ინსტიტუტები და ფაკულტეტები/დეპარტამენტები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უნივერსიტეტებში და მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიები, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კვლევითი ინსტიტუტები.
დაფინანსების ხანგრძლივობა: 1–6 თვე.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა – 2022 წლის 6 დეკემბერი.
დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ვებგვერდი: https://stipendien.oeaw.ac.at/stipendien/jesh/