ინოვაციები კოვიდ-19-ის პათოლოგიის მკურნალობაში
- ნოემბერი 2, 2022
დღესდღეობით კვლავ ძირითად გამოწვევად რჩება მსოფლიოსათვის კოვიდ-19-თან ბრძოლა. სწორედ ამ თემას მიეძღვნა 14 მარტს მეცნიერებათა აკადემიაში გამართული სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს მიერ გამართული სხდომა, სადაც მოხსენებით – „სულაჟერი – დაკვირვებები და კვლევები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ“, წარსდგა თსსუ პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე თავართქილაძე. სულაჟერი წარმოადგენს ბიოლოგიურ პრეპარატს, რომელიც მიღებულია მცენარე Polygonum Cuspidatum-ის (დვალურა) დაშლით, აქტიური ნივთიერების განცალკევებით და შემდეგ თავიდან ნივთიერებათა სხვადასხვა კონცეტრაციების შეზავებით, რაც მას აქცევს უნიკალურ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კონცენტრატად, რომელიც ფლობს გარკვეულ ფარმაკოლოგიურ მოქმედებას, როგორც სხვა ფიტოპრეპარატები. სულაჟერი წარმოადგენს ფლავონოიდების, პოლიფენოლური ნაერთების, სტილბენების (რესვერატროლი) და სხვა ფიტოალექსინების, მელატონინის (და სხვა ამინომჟავები) ბუნებრივ კონცენტრატს.
ავტორები წარმატებით აგრძელებენ უაღრესად მნიშვნელოვან და პერსპექტიულ კვლევებს COVID -19- ის წინააღმდეგ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების „სულაჟერის“ კვლევების მიმართულებით. ვაქვეყნებთ მათ ინფორმაციას მიღებული შედეგების თაობაზე.
„სულაჟერი“ – დაკვირვებები და კვლევები COVID19-ის წინააღმდეგ