კონკურსი “Antonio Feltrinelli”-ის პრიზის მოსაპოვებლად

კონკურსი “Antonio Feltrinelli”-ის პრიზის მოსაპოვებლად

  • ნოემბერი 17, 2022

Antonio Feltrinelli-ის ფონდი, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე, აჯილდოვებს მეცნიერებისა და ხელოვნების წარმომადგენლებს. პრიზები შეიძლება გადაეცეთ, როგორც იტალიელებს, ასევე უცხოელებს. დაჯილდოვება ხდება შემდგომი დისციპლინების მონაცვლეობით ყოველწლიურად:

  • ჰუმანიტარული მეცნიერებები
  • ფიზიკა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
  • ლიტერატურა
  • ხელოვნება
  • მედიცინა

დამატებითი პრიზი დაწესებულია განსაკუთრებული მორალური და საქველმოქმედო აქტივობისათვის.

2023 წელს Antonio Feltrinelli-ს პრიზი გადაეცემათ სპეციალურად:

  • 5 საერთაშორისო პრიზი, როგორც იტალიელებისათვის, ასევე უცხოელთათვის 100 000 ევროს ოდენობით თითოეული:
  • ერთი იურიდიულ მეცნიერებებში
  • ერთი ფიზიკაში
  • ერთი არქეოლოგიაში
  • ერთი მხატვრობაში
  • ერთი მედიცინაში

 

  • 4 ეროვნული პრიზი იტალიის მოქალაქეებისათვის, 65 000 ევროს ოდენობით თითოეული:
  • ერთი ქანდაკებისთვის
  • ერთი გრაფიკული ნოველისთვის
  • ერთი მუსიკალური კომპოზიციისთვის
  • ერთი დირიჟორობისთვის

 

  • 4 ეროვნული პრიზი “Antonio Feltrinelli Giovani” გადაეცემათ შემდეგ სფეროებში:
  • ბიოინჟინერია
  • ოკეანოგრაფია
  • გარემოს ქიმია
  • ეპიდემოლოგია

ეს ეროვნული პრიზები, 50 000 ევროს ოდენობით თითოეული, გადაეცემათ იტალიელ 40 წლამდე ასაკის მეცნიერებს.

 

კანდიდატურის წარდგენის ბოლო დღეა 2022 წლის 27 დეკემბერი. ელ.ფოსტა: ufficio.premi@lincei.it

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ბმულები.

https://www.lincei.it/sites/default/files/documenti/Premi_Borse/feltrinelli_prizes_nomination_guidelines.pdf

სარეგისტრაციო ფორმა