ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა
- დეკემბერი 7, 2022
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ. სხდომაზე წარმოდგენილი იყო „9 აპრილის საზოგადოების“ და საერთაშორისო ფონდ „ახალი თბილისის“ თავმჯდომარის, გაზეთ „სამშობლოს“ რედაქტორის თამაზ ბიბილურის მოხსენება – „მარტყოფი – საქართველოს გადარჩენაა“.
მომხსენებელმა თავის გამოსვლაში აღნიშნა მარტყოფის მებრძოლთა ფასდაუდებელი გმირობა ქართლ-კახეთის და საერთოდ, საქართველოს გადარჩენისათვის. თამაზ ბიბილურმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო მიმართვა – ჟურნალისტთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჰუმანიტარული და საქველმოქმედო საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების, საზღვარგარეთ არსებული ქართული სათვისტომოების და მსოფლიოს ყველა კეთილი ნების ადამიანთა მისამართით – 1625 წელს დაღუპულ მამულიშვილთა ლოჭინი-მარტყოფის მემორიალური კომპლექსისა და მარტყოფის ველზე მწვანე ქალაქის აშენების შესახებ; გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდება სპეციალურად დაარსებული თამაზ ბიბილურის საერთაშორისო ფონდის – „ახალი თბილისის“ მეშვეობით.
სხდომის მიმდინარეობისას გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: აკადემიკოსებმა გიორგი კვესიტაძემ, რამაზ ხუროძემ, ვალერი ასათიანმა და სხვ.
დასასრულს გადაწყდა, რომ სამომავლოდ ამ თემას მიეძღვნას სამეცნიერო კონფერენცია.