კონკურსი ტურინის მეცნიერებათა აკადემიის პრიზებისათვის

კონკურსი ტურინის მეცნიერებათა აკადემიის პრიზებისათვის

  • თებერვალი 2, 2023

ტურინის მეცნიერებათა აკადემია წელს წარმოგიდგენთ შემდეგ პრიზებს:
1. Gili Agostinelli-ის საერთაშორისო პრიზი, რომლის ფულადი ჯილდო შეადგენს 10 000 ევროს და გადაეცემა მეცნიერს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ბიოლოგიურ და სამედიცინო მეცნიერებებში. პრიზი არ გადაეცემათ ტურინის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს და მეცნიერებს, რომელთაც უკვე მიიღეს Panetti-ს და Panetti Ferrari-ს პრიზები. კანდიდატურის წარდგენა უნდა მოხდეს 2023 წლის 31 მარტამდე.

2. Ferrari Soave-ის საერთაშორისო პრიზი, რომლის ფულადი ჯილდოც შეადგენს 10 000 ევროს და გადაეცემა მეცნიერს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ადამიანის ბიოლოგიის მიმართულებით ბოლო ათი წლის განმავლობაში.
კანდიდატურის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 აპრილი.
განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს  აკადემიის პრეზიდენტის მიერ.
განაცხადის ფორმას თან უნდა ერთვოდეს კანდიდატის სამოტივაციო წერილი და მოკლე რეზიუმე მნიშვნელოვან პუბლიკაციათა ჩამონათვალთან ერთად.
განაცხადის წარდგენა ხდება ელ.ფოსტაზე ციფრული ფორმით:
presidenza@accademiadellescienze.it
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:
www.accademiadellescienze.it/premi