განცხადება

განცხადება

  • ივნისი 7, 2023

2023 წლის 7 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა აკადემიის  საერთო კრება, რომელზეც განხილული იყო რიგი საორგანიზაციო  და ამავდროულად, აკადემიის პრეზიდენტის არჩევნების საკითხი. საერთო კრებაზე ხმათა უმრავლესობით აკადემიის პრეზიდენტად არჩეულ იქნა  გამოჩენილი მეცნიერი, ისტორიკოსი, თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე, განათლებისა და მეცნიერების სფეროში უბადლო ორგანიზატორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი როინ მეტრეველი.