ანონსი – საერთაშორისო კონფერენცია
- სექტემბერი 14, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარის, აკადემიკოს გივი გავარდაშვილის ხელმძღვანელობით, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაცია ა(ა)იპ გარემოს დაცვის ეკოცენტრი საგრანტო პროექტის ,,ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება და რისკების შემცირების ინოვაციური ღონისძიებები“ (ხელშეკრულების # 4 /2240116105/pp 2022-2023) ფარგლებში, 2023 წლის 15-18 სექტემბერს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) 2022-2023 წ.წ. “მონაწილეობის პროგრამის” ფინანსური მხარდაჭერით, ატარებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: ,,მოწყვლადი ინფრასტრუქტურის რისკების შეფასება კრიტიკული მდგომარეობისა და რისკების პორტფოლიოს ანალიზის (CAPRA) მოდელის გამოყენებით“.
კონფერენცია ქ. თბილსში იმუშავებს 4 დღის განმავლობაში და შემდგომ თვეებში მუშაობას გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა, ქალაქებში კერძოდ, სტეფანწმინდის, დუშეთის, ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე.
კონფერენცია გაიხსნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში 2023 წლის 15 სექტემბერს დღის 13.00 სთ-ზე (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი, 60-ბ).
ადგილობრივი მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების ამაღლების მიზნით, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დაფინასებით, გამოიცა ბუნებრივი კატასტროფების რისკებისა და მათი კონტროლისათვის საცნობარო მასალა 8 წიგნად.