პროექტის წარდგინება პოლიტიკის მეცნიერებათა დარგობრივი ნავიგატორი
- ოქტომბერი 24, 2023
2023 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა პროექტ „პოლიტიკის მეცნიერებათა დარგობრივი ნავიგატორის“ შედეგების პრეზენტაცია, რომელიც წარმოადგინა კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ალექსანდრე რუსეცკიმ.
პროექტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიისა, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის მეტაკოგნიტური მართვის ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
საპრეზენტაციო შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს, ასევე, პოლიტიკის მეცნიერების დარგის სახელობითი პრემიის შექმნის ინიციატივა.
დასკვნითი ღონისძიება მიეძღვნა პოლიტიკის მეცნიერებათა ქართული სკოლის ერთ-ერთი პირველი მკვლევრის და დამაარსებლის – ალექსანდრე ამილახვარის (1750-1802) ხსოვნას.
ღონისძიებაზე მოკლე დისკუსიის შემდეგ გაიმართა პორტალ www.ps-ge.com-ის წარდგინება. „პოლიტიკის მეცნიერებათა ნავიგატორის“ მიზნებისა და ფუქნციების შესახებ პორტალის ადმინისტრატორმა თეკლა კენტელაძემ ისაუბრა და დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა. აღინიშნა, რომ პორტალი დარგის ძალზე მნიშვნელოვანი შენაძენი და ფასეული საინფორმაციო ბაზაა. მისი მუდმივად განახლებადი სტრუქტურა დიდ სამსახურს გაუწევს როგორც დარგის სპეციალისტებს, ასევე სტუდენტებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც პროფესიული არჩევანის წინაშე დგანან. დაისახა პორტალის შემდგომი გაფართოების ამოცანები.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის ომარ გოგიაშვილის ინიციატივა განიხილეს პოლიტიკის მეცნიერების დარგის სახელობითი პრემიის შექმნის შესახებ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლიტიკური მეცნიერებების დარგში მოღვაწე მკვლევრები და ახალგაზრდა სპეციალისტები, ასევე, პროექტის მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლები.
იხ. ასევე, ბმულები:
https://www.ps-ge.com/