აკადემიკოსი ვახტანგ მოსიძე – 95
- ნოემბერი 3, 2023
2023 წლის 1 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა გამოჩენილი ქართველი ნეიროფიზიოლოგის, აკადემიკოს ვახტანგ (ვათა) მოსიძის დაბადებიდან 95 წლის იუბილე.
სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, მისასალმებელი სიტყვა ასევე წარმოსთქვა მედიცინისა და ფიზიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა რამაზ ხეცურიანმა. გამოჩენილი ქართველი მეცნიერის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ვრცლად ისაუბრა თავის მოხსენებაში პროფესორმა მანანა გუგუშვილმა.
გახტანგ მოსიძე გახლდათ ქართული ფიზიოლოგიური სკოლის გამორჩეული წარმომადგენელი, ფიზიოლოგიის ისტიტუტის დირექტორი (1990-1999) , სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ნეიროფიზიოლოგიაში ახალი მიმართულების ფუძემდებელი, მრავალი სამეცნიერო და სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი, თბილისის საპატიო მოქალაქე.
ვახტანგ მოსიძე – თავისი დროის თბილისის „ოქროს თაობის“ ღირსეული წარმომადგენელი იყო. მასთან ერთი შეხვედრაც კი საკმარისი იყო, რომ სამუდამოდ დაგრჩენოდათ მეხსიერებაში; მან ფიზიოლოგთა მრავალი თაობა აღზარდა.
ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ – აკადემიკოსები: ზურაბ ქევანიშვილი, რამაზ შენგელია, პროფესორები: მალხაზ მაყაშვილი, გურამ ბექაია.