გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების ლაურეატები

გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების ლაურეატები

  • ნოემბერი 10, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით,

გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემია მიენიჭათ:

 

  1. ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია − ავტორებს: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორებს მანანა ივერიელსა და ნინო აბაშიძეს, მედიცინის აკადემიურ დოქტო­რებს ხატია გოგიშვილსა და ნინო გოგებაშვილს სახელმძღვანელოსათვის „პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებები“.
  2. თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია − აკადემიკოს ავთანდილ არაბულს ნაშრომთა ციკლისათვის „ქართული ენის სტრუქტურა და ისტორია“.
  3. კირიაკ ზავრიევის სახელობის პრემია − ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ შალვა გაგოშიძეს მონოგრაფიისათვის „წყლის პერიოდულ ტალღურ მოძრაობათა გაანგარი­შების ანალიზური მეთოდები“.
  4. ლეონარდ დეკაპრელევიჩის სახელობის პრემია − სოფლის მეურნეობის აკადემიურ დოქტორ ნინო ჭანკვეტაძეს მონოგრაფიისა­თვის „ტოპინმზესუმ­ზირას კულტურა საქართველოში“
  5. შალვა ნუცუბიძის სახელობის პრემია − ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორებს ირაკლი ბრაჭულს, ვალერიან რამიშვილს, ანასტასია ზაქარიაძეს, ფილოსოფიის აკადემიურ დოქტორ დემურ ჯალაღონიას, თეოლოგიის დოქტორს, დეკანოზ ალექსი ქშუტაშვილს წიგნებისათვის „ანთიმოლოგიური შტუდიები – ტრადიცია და პერსპექ­ტივები“, „ანთიმოზ ივერიელი – თხზულებები“, „ანთიმოზ ივერიელის რჩეული თხზულებების სამენოვანი პარალელური ტექსტების კრებული“
  6. გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია − მეცნიერებათა დოქტორ თამაზ მარსაგი­შვილს, აკადემიურ დოქტორებს გრიგორ ტატიშვილს, ნათელა ანანიაშვილს, მანანა გაჩეჩილაძეს, ელიზავეტა ცხაკაიას, მარინე მაჭავარიანს ნაშრომთა ციკლისათვის „ცელულოზაშემცველი ნარჩენე­ბიდან ნახშირბადოვანი მასალების მიღება და მათი აპლიკაციები“
  7. ნიკო კეცხო­ველის სახელობის პრემია − აკადემიის წევრ-კორესპონდენტ გიორგი ნახუცრიშვილს ნაშრომთა ციკლისათვის „კავკასიონის მაღალმთის მცენარეულობა“
  8. ევგენი ხარაძის სახელობის პრემია − ფიზიკის აკადემიურ დოქტორ გიორგი მამაცა­შვილს ნაშრომთა ციკლისათვის „დისკ-ჯეტის სისტემების წრფივი არამდგრადობები და არაწრფივი დინამიკა“
  9. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია − გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორებს ნანა ბოლაშვილსა და ვაჟა ნეიძეს, უცხოელ მეცნიერებს ანდრეას ბიტმანს, ლორენ კინგს  ნაშრომისათვის „საქართველოს ეროვნული ატლასი“