მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე
- თებერვალი 11, 2024
11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა.
2015 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც 11 თებერვალი „მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ“ გამოცხადდა. ამ დღეს გაერო მსოფლიოს სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ადამიანებს მოუწოდებს მეცნიერებასა და განათლებაში ხელი შეუწყონ ქალების თანასწორ განვითარებას.
ამ დღესთან დაკავშირებით გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ღონისძიება გამართა. ღონისძიებას სხვადასხვა სფეროში წარმატებული ქალი მეცნიერები ესრებდონენ, მათ შორის აკადემიის ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თინათინ სადუნიშვილი.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ულოცავს ყველა მეცნიერს, განსაკუთრებით აკადემიის წევრ ქალბატონებს.