აკადემიკოს თამაზ შილაკაძის ახალი მონოგრაფიის გამოცემა
- ივნისი 11, 2024
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, თამაზ შილაკაძის ავტორობით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, გამოიცა ნაშრომი „კრიმინოლოგია საგზაო-სატრანსპორტო კომუნიკაციებში“, რაც სიახლეს წარმოადგენს საგზაო-სატრანსპორტო კომუნიკაციებში კრიმინოლოგიური საკითხების შესწავლასა და განხილვაში.
ავტორმა ქართულ და ინგლისურ ენაზე მკითხველის წინაშე წარმოადგინა 21-ე საუკუნის გლობალური საგზაო-სატრანსპორტო კომუნიკაციების სისტემების განვითარების მდგომარეობა და პრობლემები, საგზაო-სატრანსპორტო სისტემებში დანაშაულის და სამართალდარღვევათა მდგომარეობა, მისი ხელშემწყობი პირობები და მიზეზები, ამასთან, დანაშაულობის კრიმინოლოგიური პრევენციისათვის განსახორ-ციელებელი თეორიული და პრაქტიკული ხასიათის ღონისძიებები.
წინამდებარე ნაშრომის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მასში დასმული საკითხების და დასკვნების რეალიზაცია, საქართველოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, დახმარებას გაუწევს შესაბამის სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საგზაო-სატრანსპორტო კომუნიკაციებთან დაკავშირებული კრიმინოლოგიის განსაკუთრებულ ნაწილში ახალი მიმართულების ჩამოყალიბებაში.