აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა ბაქოში, კლიმატის გამჭვირვალობის შესახებ მაღალი დონის დიალოგის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
- სექტემბერი 6, 2024
3 სექტემბერს, ბაქოში, კლიმატის გამჭვირვალობის შესახებ მაღალი დონის დიალოგის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველო მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა.
ამასთან, ღონისძიებას, პირადად და ონლაინ, 120-ზე მეტი ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი დონის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ, მათ შორის, თურქეთის, უზბეკეთის, იაპონიის, საქართველოს, ყაზახეთის, ბრაზილიისა და ყირგიზეთის მინისტრები და მინისტრების მოადგილეები, UNFCCC-ის აღმასრულებელი მდივანი, აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე კლიმატის საკითხებში, მთავარი მომლაპარაკებლები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით და ევროკავშირის, ავსტრალიის, ნორვეგიის, შვეიცარიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, UAE-ს, საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.
დიალოგი მიზნად ისახავს გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებას კლიმატის გამჭვირვალობის საკითხებში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მხარეებს შორის ნდობის დამყარებასა და ორწლიანი გამჭვირვალობის ანგარიშებს მომზადების საქმეში (BTRs) მხარეთა მხარდაჭერას.
აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს და პირადად COP 29 პრეზიდენტს, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ბატონ მუხტარ ბაბაევს ასეთი მაღალი დონის შეხვედრის ორგანიზებისთვის.