სამეცნიერო კონფერენცია: „მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაცია და ეკონომიკური უსაფრთხოება: საქართველოს ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები“
- სექტემბერი 6, 2024
2024 წლის 13 სექტემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება საქართველოს ეკონომისტთა VI ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაცია და ეკონომიკური უსაფრთხოება: საქართველოს ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები“.
კონფერენცია ეძღვნება საქართველოს ეკონომისტის დღეს.
კონფერენციის ორგანიზატორები: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისია; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი; თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი