გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი პრემიების ლაურეატები

გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი პრემიების ლაურეატები

  • დეკემბერი 10, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემია მიენიჭათ:

 

  1. სიმონ ყაუხჩიშვილის სახელობის პრემია – აკადემიკოს ვალერი ასათიანს  ნაშრომისათვის „ანტიკური კულტურა, ბიზანტია და საქართველო“.
  2. ოთარ ნათიშვილის სახელობის პრემია – აკადემიკოს გივი გავარდაშვილს  მონოგრაფიისათვის „ჰიდრომელიორაცია და ჰიდროკვანძების უსაფრთხოება“.
  3. შალვა ამირანაშვილის სახელობის პრემია – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ მანანა თევზაძეს ნაშრომისათვის „ირაკლი გამრეკელი – გმირულ-რომანტიკული თეატრის მხატვარი, დრო და სივრცე“.
  4. პეტრე ქომეთიანის სახელობის პრემია – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ რევაზ სოლომონიას ნაშრომთა ციკლისათვის „სინაფსური პლასტიურობის და ნეიროპათოლოგიების ბიოქიმიური საფუძვლები“.
  5. გიორგი ციციშვილის სახელობის პრემია – აკადემიკოს რამაზ ქაცარავას ნაშრომთა ციკლისათვის „ხელოვნური პოლიმერები  a-ამინომჟავების საფუძველზე: სინთეზი და კვლევა“.
  6. გრიგოლ მუხაძის სახელობის პრემია – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ კონსტანტინე ყიფიანს ნაშრომთა ციკლისათვის „ქვემო კიდურების  ქრონიკული არტერიული უკმარისობის დროს ანგიოგენეზის შესწავლა და თირკმლის არტერიის დეინერვაცია არაკორეგირებული არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ“.
  7. მიხეილ ნოდიას სახელობის პრემია – ფიზიკა-მათემატიკის აკადემიურ დოქტორ ნინო წერეთელს,  უცხოელ პროფესორებს ალესანდრო ტიბალდის  და ფაბიო ლიკა ბონალის ნაშრომთა ციკლისათვის „საქართველოში ენგურის ჰიდროელექტროსადგურის უსაფრთხოება გეოსაშიშროებისაგან“.
  8. კირიაკ ზავრიევის სახელობის პრემია – აკადემიკოს ლევან ჯაფარიძეს მონოგრაფიისათვის „მიწისქვეშა ნაგებობების მექანიკა“.
  9. ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პრემია  – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორ ოთარ ჯოხაძეს ნაშრომთა ციკლისათვის – „მათემატიკური ფიზიკის ცნობილი კვაზიწრფივი განტოლებების  ამონახსნთა თვისებრივი და სტრუქტურული გამოკვლევა“.