განცხადება აკადემიის წევრთა არჩევის შესახებ

განცხადება აკადემიის წევრთა არჩევის შესახებ

  • დეკემბერი 11, 2024

„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და აკადემიის წესდების შესაბამისად, მიმდინარე წლის 9 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გამოაცხადა კონკურსი აკადემიის წევრთა ასარ­ჩევად.  საბუთების მიღება მიმდინარეობდა 9 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით. შესაბამის განყოფილებებში  კანდიდატთა მოსმენების ჩატარების შემდეგ მოხდა მათი შერჩევა.

15 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გამოაცხადა კონკურსი საქარ­თველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატების ასარჩევად. საბუთების მიღება მიმდინარეობდა წესდებით დადგენილ ვადებში 15 ოქტომბრიდან – 15 ნოემბრის ჩათვლით, კანდიდატთა მოსმენების ჩატარების შემდეგ, განხორციელდა მათი შერჩევა შესაბამის განყოფილებებში.

„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და აკადემიის წესდების სრული დაცვით, მიმდინარე წლის 11 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საერთო კრება, რომელზეც არჩეულნი იყვნენ აკადემიის ახალი წევრები და სტიპენდიატები.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ულოცავს ახალ წევრებს და სტიპენდიატებს არჩევას და წარმატებას უსურვებს მათ!

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული

აკადემიის აკადემიკოს-მდივანი,

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა