დალი გიორგაძის ეთნოგრაფიული ნაშრომის წარდგინება

დალი გიორგაძის ეთნოგრაფიული ნაშრომის წარდგინება

  • დეკემბერი 26, 2024

მიმდინარე წლის 24 დეკემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართა დალი გიორგაძის ეთნოგრაფიული ნაშრომის – „ქართველ მთიელთა სულიერი კულტურის ისტორიიდან“ წარდგინება.

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა ისტორიკოსმა ალექსანდრე დაუშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ ნაშრომს, იგი ემყარება ავტორის მიერ 1964-1974  და 1985-2000 წლებში განხორციელებული ექსპედიციების და ინდივიდუალური მივლინებების დროს მოძიებულ ეთნოგრაფიულ მასალას. გამოყენებულია საარქივო-ეთნოგრაფიული,  არქეოლოგიური მასალის და ისტორიული წყაროების მონაცემები. წიგნში მონოგრაფიულადაა შესწავლილი მიცვალებულის კულტი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (ხევსურეთი, ფშავი, თუშეთი).

წიგნის რედაქტორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ლიანა ბერიაშვილი, ხოლო რეცენზენტები – აკადემიკოსი ლიანა მელიქიშვილი და ისტორიის დოქტორი ნინო ღამბაშიძე.

ნაშრომი გათვალისწინებული ისტორიკოსების, ეთნოლოგებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და წიგნის ირგვლივ აზრი გამოთქვეს აკადემიკოსებმა როინ მეტრეველმა, ლიანა მელიქიშვილმა, წევრ-კორესპონდენტმა ელდარ ნადირაძემ და სხვ.