სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს

  • იანვარი 4, 2025

უწმიდესო და უნეტარესო,

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რომლის საპატიო წევრიც თქვენ ბრძანდებით, გულითადად გილოცავთ სრულიად საქართველოს ცხოვრებაში ღირშესანიშნავ დღეს – თქვენი დაბადებიდან 92-ე წლისთავს.

განუზომელია თქვენი ღვაწლი საქართველოსა და მისი სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე: თქვენ ჩაიბარეთ თითქმის უმრევლო ეკლესია 50-მდე მოქმედი ტაძრითა და ორმოციოდე სასულიერო პირით. და დღეს თქვენი ბრძნული საჭეთმპყრობელობით საქართველოში მოქმედებს ორმოცამდე ეპარქა 2000-ზე მეტი ტაძარი 3000-მდე სასულიერო პირი.

მართლმადიდებელი საქართველოს მომავალზე ზრუნვით, თქვენ გახდით ნათლია ათასობით ბავშვისა, რითაც კეთილი საფუძველი განუმზადეთ ქართველი ხალხის ბედნიერ მომავალს.

უაღრესად დასაფასებელია თქვენი წვლილი მართლმადიდებელთა ერთობის განმტკიცების საქმეში.

გისურვებთ, მრავალჟამიერ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, გამარჯვებები იყოს თქვენი ცხოვრების მარადიული თანამგზავრი.

მოკრძალებით,

ქრისტესმიერი სიყვარულით,

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია