გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების კონკურსის შედეგები

გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების კონკურსის შედეგები

  • ნოემბერი 1, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემია მიენიჭათ:

  1. ილია ვეკუას  სახელობის პრემია    – აკადემიკოს ალექსანდრე ხარაზიშვილს  მონოგრაფიისათვის  – „ლექციები  ნამდვილ ანალიზსა და ზომის თეორიაში“
  2. ალბერტ თავხელიძის სახელობის პრემია – აკადემიკოს ალექსანდრე კვინიხიძეს ნაშრომისათვის – „კოვარიანტული განტოლებები ტეტრაკვარ­კებისათვის კვანტური ველების თეორიაში“ 
  3. გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ მერაბ ადეიშვილს  მონოგრაფიისათვის – „საინჟინრო დარგების განვითარება  საქართველოში: განათლება, მეცნიერება, მშენებლობა“
  4. ივერი ფრანგიშვილის სახელობის პრემიააკადემიკოს ქართლოს ყაჭიაშვილს ნაშრომთა ციკლისათვის – „სტატის­ტიკური ინფორ­მაციის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება მოცემული საიმედოობით“
  5. ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის პრემია გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორ ვაჟა გელეიშვილისა და მეცნიერებათა კანდიდატ ოთარ მაჭავარიანს (გარდაცვალების შემდეგ) მონოგრაფიისათვის – „საქარ­თვე­ლოს ბუნებ­რივი და  სამშენებლო  მოსაპირკეთებელი ქვები“  და „საქართველოს  ბაზალტების საბადო-გამოვლინე­ბები და მათი გამოყენების პერსპექტივები“
  6. მიხეილ ნოდიას სახელობის პრემია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორ ავთანდილ ამირანაშვილს, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორ ელიზბარ ელიზბარაშვილს, აკადე­მიურ დოქტორებს: ოთარ ვარაზანაშვილის და გიორგი გაფრინადაშვილს შრომათა ციკლისათვის -„ბუნებრივი საშიშროებები საქართველოში: პარამეტრული კატალოგების შედგენა და კანონზომიერებების გამოკვლევა“
  7. რაფიელ აგლაძის სახელობის პრემია ქიმიის აკადემიურ დოქტორებს: თინათინ ლეჟავას, ნანა ქოიავას, ლევან ბერიაშვილს, ჯემალ შენგელიას, დავით გოგოლს,  ლევან ბერიაშვილს  რაფიელ აგლაძის სახელობის პრემია 3000 ლარის  ოდენობით ნაშრომთა ციკლისათვის  – „ტექნოლოგიური სიახლეები მანგანუმისა და მისი ნაერთების წარმოებაში“  
  8. პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ედიშერ კვესიტაძეს,  აკადემიკოს  რამაზ გახოკიძეს,  აკადემიის წევრ-კორესპონ­დენტ  გია ხატისაშვილს  მონოგრაფიისათვის   „დედამიწის ეკოლოგიური და სასურსათო პოტენ­ციალი“
  9. სერგი დურმიშიძის სახელობის პრემიააკადემიკოს თინათინ სადუნიშვილს, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტო­რებს: დალი ღაღანიძეს და ნანული ამაშუკელს    ნაშრომთა ციკლისათვის  „მცენარეთა ბაქტერიოზების გამომწვევი პათოგენური ბაქტერიების ფენოტიპური და გენეტიკური მრავალფეროვნება“
  1. ნიკო კეცხოვე­ლის სახელობის პრემია ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორ ზაურ ლომთათიძეს ნაშრომათა ციკლისათვის  – „აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ტიპის ნიადაგების მიკროფლორა“   
  2. ივანე თარხნიშვი­ლის სახელობის პრემია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ ირინე კვაჭაძეს შრომათა ციკლისა  და  ფუნდამენტური ქართულენ­ოვანი სახელმძღვანე­ლოსათვის  – „ადამია­ნის ფიზიოლოგია“
  3. ზაზა ფანასკერტელის სახელობის პრემიაბიოლოგიის აკადემიურ დოქტორ  ნანი ხელაიას ნაშრომთა ციკლისათვის  – „ქართული სამედიცინი ხელნაწერების მოძიება და შესწავლა – კატალოგიზება“
  4. გიორგი გიგაურის სახელობის პრემია – აკადემიურ დოქტორებს:  გიორგი ქავთარაძეს,  ზურაბ მანველიძეს, ნატო კობახიძეს;  დოქტორანტებს:  ლადო ბასილიძეს, მარგალიტა ბაჩილავას; მაგისტრანტებს:  ელიზავეტა ავოიანს,  ბესარიონ აფციაურს;  საპატიო დოქტორ ნანი გოგინაშვილს  მონოგრაფიისათვის –  „უცხო მერქნიან მცენარეთა ინვაზია საქართველოს დაცული ტერიტორიების ტყის ჰაბიტატებში“
  5. ნიკოლოზ ხომიზურაშვილის სახელობის პრემია – ეკონომიკურ  მეცნიერებათა დოქტორს  ევგენი ბარათაშვილსა და  აკადე­მიურ  დოქტორ ირმა ბარათაშვილს (გარდაცვალების შემდეგ)  მონოგრაფიისათვის  _  „კლასტერების მენეჯმენტი“
  6. ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის პრემია – აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძეს   ნაშრომთა  ციკლისათვის – „ეკონომიკური დოქტრინების სათავეებთან“
  7. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის პრემია _ ავტორთა ჯგუფს – თამაზ დვალს, ალექსანდრე კუზანაშვილს, ლალი მოწონელიძეს და თამარ რუსიშვილს წიგნისათვის – „საქართვე­ლოს მატე­რიალური კულტურული მემკვიდრეობა – კახეთი“
  8. კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პრემია – აკადემიის წევრ-კორესპონდენტ სოსო სიგუას წიგნისათვის:  „XX საუკუნე: მოდერნიზმი და ავანგარდიზმი“
  9. გიორგი წერეთლის სახელობის პრემია – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ მაია რაფავას  ნაშრომთა ციკლისათვის – „პროკლე  დიადოხოსის კავშირნი ღვთისმეტყველე­ბითნი“, „იოანე პეტრიწის განმარტებები“ და „ათონის ქართველთა მონასტერი“