სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს სხდომა
- თებერვალი 4, 2026
მიმდინარე წლის 30 იანვარს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ “სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს” სხდომაზე, განიხილეს მეტად აქტუალური საკითხი – “თანამედროვე პრობლემები და სიახლეები ონკოლოგიურ პათოლოგიაში”.
დამსწრეთა წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ აკადემიკოსი რამაზ ხეცურიანი, თემით “სიმსივნეების ეტიოპათოგენეზის ზოგიერთი თავისებურებები”, აკადემიკოსი დავით მიქელაძე, თემით “ნეოპლასტიკური ტრანსფორმაციის მოლეკულური მექანიზმები” და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი-ონკოლოგი, სამედიცინო გენეტიკოსი ალექსანდრე თავართქილაძე, თემით “ონკოლოგიური პათოლოგიის იმუნური და ტარგენტული მკურნალობა”.
სხდომას ესწრებოდა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია.
მოხსენებათა მოსმენის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმით გამართულ დისკუსიაში, მონაწილეობა მიიღეს აღნიშნული საბჭოს წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა, კერძოდ, აკადემიკოსებმა: რამაზ გახოკიძემ, რამაზ შენგელიამ, ზურაბ ქევანიშვილმა, თინათინ სადუნიშვილმა, პროფესორებმა: ბეჟან წინამძღვრიშვილმა, რამაზ ჩიხლაძემ, კონსტანტინე მარდალეიშვილმა, არჩილ ჩხოტუამ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა კონსტანტინე ყიფიანმა,
სხდომის შედეგები შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.








