განცხადება
- მარტი 18, 2026
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო წევრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალების გამო.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია უსამძიმრებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებასა და მრევლს, ასევე სრულიად საქართველოს საზოგადოებას ამ უმძიმესი დანაკარგის გამო.
