2026 წლის 12 ივნისს მეცნიერებათა აკადემიაში, ჩატარდა, ”დემოგრაფიული უსაფრთხოებისა და ეროვნული მდგარადობის სტრატეგიის”- დემოგრაფიული გაჯანსაღების პროგრამის პრეზენტაცია

2026 წლის 12 ივნისს მეცნიერებათა აკადემიაში, ჩატარდა, ”დემოგრაფიული უსაფრთხოებისა და ეროვნული მდგარადობის სტრატეგიის”- დემოგრაფიული გაჯანსაღების პროგრამის პრეზენტაცია

  • ივნისი 18, 2026

ღონისძიებას ესწრებოდნენ, მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე, აკადემიის პრეზიდიუმის წევრები და საზოგადოების სხვა ცნობილი სახეები. შესავალი სიტყვით გამოვიდა პროგრამის ავტორი, მეცნიერებათა დოქტორი ლევან მამალაძე. კვლევებისა და მოდელირებული პროგნოზების საფუძველზე, მან ნათლად ასახა ის რეალობა თუ რა შედეგი იქნება ხვალ, იმ შემთხვევაში, თუ დემოგრაფიულ გამოწვევებს სათანადოდ არ მივხედეთ. ლევან მამალაძე – „ხვალ იქნება გვიან თუ არ ვიმოქმედეთ, უახლოეს რვა წელიწადში საქართველოში დაიწყება დემოგრაფიული კოლაფსი„ – სწორედ ამ ეგიდით მან დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პროგრამა და სამოქმედო გეგმა, რომელიც რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი. ითქვა ისიც, რომ ერი ფაქტობრივად იმყოფება დემოგრაფიულ ვარდნაში. შობადობის კლება, დაგვიანებული ქორწინება, შრომისუნარიანი და რეპროდუქციული ასაკი ახალგაზრდების მასობრივი გადინება, ქალების ქორწინების ასაკი 18 წლიდან გახდა 32 წელი. სტატისტიკურად, 100 შექმნილი ოჯახიდან, 70 განქორწინება ფიქსირდება, საზღვრისპირა სოფლები სრული დაცლის პირასაა მისული და ამ ტეროტორიების დაკარგვის რისკი ძალიან მაღალია.

 

აქედან გამომდინარე, ეკონომიკური სიდუხჭირისა და სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის არქონის გამო, ქვეყანა დატოვა 1,7 მილიონმა ადამიანმა, დემოგრაფიული დისბალანსი, შრომითი რესურსების გადინება, შობადობის დაცემა, მოსახლეობის გადაბერება, ეთნიკური ჩანაცვლება  და სოფლების დაცლა, ქვეყანას დემოგრაფიულ კოლაფსში შეიყვანს. მაგალითისთვის, საქართველოში საცხოვრებლად შემოსული სხვა ქვეყნის 100 მოქალაქედან, მხოლოდ 9 არის ეთნიკურად ქართველი. მოსახლეობა ამ დინამიკით თვითაღდგენის უნარს კარგავს. ამას ემატება ეთნიკური ჩანაცვლების ღრმა პროცესი, რომელიც შეუქცევად ხასიათ იღებს. ამიტომაც წარმოდგენილ იქნა დემოგრაფიული გაჯანსარების პროგრამა, რომელიც კვალიფიციურ პროფესიონალებთან ერთად იქნა შემუშავებული და მზადაა შემდგომი რეალიზებისთვის. შეიქმნა სოფლების ანკეტირების და აღდგენის საპილოტე პროექტები, (სოფ. სამება, ჯავახეთში და სოფელი ჩირდილი ხევსურეთში), სადაც უნდა დაიწყოს ამ პროგრამის განხორციელება. „მჯერა ამ საქმის დაწყება წელსვე შეიძლება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსების პროგრამის საფუძველზე, მერაბ კოსტავას სახელობის ფონდი გვაძლევს საკარმიდამო ნაკვეთებს, შერჩეულია ეკომიგრანტების და რეპატრიანტების ჩასახლების მსურველი ოჯახები, ანუ არის ყველა წინაპირობა, რომ   სამება აღდგეს და ეს საზღვრისპირა სოფელი სამაგალითო გახდეს სხვა დანარჩენი რეგიონებისთვის“ – განაცხადა ლევან მამალაძემ.

 

დასასრულს გაიმართა ფილმ-ჩანახატის ჩვენება, სადაც წარმოდგენილი იყო სოფელი სამება მთელი თავისი ბუნებრივი რესურსით, რომელიც უნდა იყოს დასაწყისი ამ ულამაზესი ადგილის, ჯავახეთის რეგიონის აღორძინების.

 

საქართველოს მეცნიერებათა აკადმიის წევრებმა მოიწონეს წარმოდგენილი პროგრამა და  აღინიშნა, რომ ეს იმდენად სრულყოფილი ანალიზის მქონე და გადაწყვეტის გზების შემცველი პროგრამაა, რომ აუცილებელია მისი გამოყენება საქრთველოს მთავრობის მხრიდან, რათა დაიწყოს დროული რეაგირება შესაძლო დემოგრაფიული კატასტროფის შესაჩერებლად.