მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია აკადემიის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა
- აგვისტო 2, 2026
მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია
აკადემიის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა
2026 წლის 25-28 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის (სტუ) საკონფერენციო დარბაზში ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ინციატივით მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია – „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ გაიმართა, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლისთავს მიეძღვნა.
კონფერენციას მიესალმნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე, პროფესორი რაკეშ გუფთა – ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის გენერალური მდივანი, პროფესორი ირინა ბონდარიკი – აღმოსავლეთ ევროპის ირიგაციისა და დრენაჟის სერთაშორისო კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი ოგანეს ტოკმაჯიანი- აკადემიკოს ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
კონფერენციაზე ვრცელი მისასლმებელი სიტყვით გამოვიდა სტუ-ს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი.
აკდ. გ. გავარდაშვილმა 85 წლის იუბილე მიულოცა აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს, ვიცე პრეზიდენტ, აკადემიკოს რამაზ ხუროძეს, აკადემიის-აკადემიკოს მდივანს ვლადიმერ პაპავას, აკადემიის აკედემიკოსებს, წევრ-კოროეპენდეპს, ადმინისტაციას და მთლიანად აკადემიის თანამშრომლებს.
აკად. გ. გავარდაშვილის პრეზენტაცია შეეხებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის ისტორიას, მის მიღწევებს და მომავალს ქვეყანაში ინოვაციური მეცნიერების განვითარების მიმართულებით.
აღნიშნა, რომ ბოლო წლებში წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის სფეროები დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მდგრადი განვითარების, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოწვევებისა და თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტილებების დანერგვის თვალსაზრისით, რის გამოც მეცნიერებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი კვლევების განხორციელებას განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება.
სწორედ აღნიშნული პრობლემების მეცნიერულ გადაწყვეტას ემსახურება ინოვაციური მეცნიერული მიღწევების განხილვა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომებზე.
კომისიების სხდომებზე ასევე განიხილება წყლის რესურსების უსაფრთხოებისა და ინტეგრარული მართვის საკითხები, გარემოს დაცვის ინოვაციური ღონისძიებები და მონოგრაფიების პრეზენტაციები.
საერთასორისო კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა წარმოადგინეს სამეცნიერო მოხსენებები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: წყლის რესურსების მდგრადი მართვა, გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების აუცილებლობა, ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა, თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიების, ინოვაციური არქიტექტურული გადაწყვეტილებების და საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის შესაძლებლობები.
მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა სამეცნიერო მოხსენებებით წარსდგნენ მსოფლიოს 8 ქვეყნის მეცნიერ-სპეციალისტები და დოქტორანტები საქართველოსა და ყაზახეთიდან.





















