აკადემია მასპინძლობს საინჟინრო და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა VII საერთაშორისო კონგრესს
- სექტემბერი 22, 2026
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია მასპინძლობს საინჟინრო და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა VII საერთაშორისო კონგრესს (ICELIS 2026)
(ეძღვნება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების 85-ე წლისთავს)
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისია მოხარულია გაცნობოთ, რომ მიმდინარე 2026 წლის 22-24 სექტემბერს აკადემია უმასპინძლებს უმაღლესი რანგის მრავალდარგობრივ სამეცნიერო ფორუმს – საინჟინრო და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა მე-7 საერთაშორისო კონგრესს (7th International Congress on Engineering and Life Science – ICELIS 2026).
კონგრესი გაიხსნება 2026 წლის 22 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საკონფერენციო დარბაზში (მე-5 სართული) დილის 9.45 სთ. კონგრესის მონაწილეთა რეგისტრაცია 9.00 – 9.45 სთ;
საორგანიზაციო კომიტეტი განსაკუთრებული პატივით გაცნობებთ, რომ კონგრესის სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ნობელის პრემიის ლაურეატის, მანჩესტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორ, დოქტორ ჯეფ ლივერმორის (Prof. Dr. Geoff Levermore) საჯარო ღია ლექცია (ონლაინ რეჟიმში).
