შეხვედრა მოჭიდავე გენო პეტრიაშვილთან

შეხვედრა მოჭიდავე გენო პეტრიაშვილთან

  • თებერვალი 21, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2020 წლის 21 თებერვალს ჩატარდა პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც განხილული იყო მიმდინარე საკითხები. სხდომის დასაწყისში აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ და აკადემიის პრეზიდიუმის წევრებმა გულითადად მიულოცეს მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს მორიგი გამარჯვება – მან მიმდინარე წელს 11:0 დაამარცხა პოლონელი მეტოქე და თავის კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული. აკადემიის პრეზიდენტმა მას საჩუქრად გადასცა წიგნი – „ქართლის ცხოვრება“. აკადემიის წევრებმა კი, ცნობილ სპორტსმენს წარმატებები უსურვეს.