სამეცნიერო კონფერენცია – „მეცნიერება, ტექნოლოგია და ინოვაციური ტექნოლოგიები ძლიერი სახელმწიფოს ეპოქაში“
- ივნისი 12, 2020
12 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გიორგი კვესიტაძემ მონაწილეობა მიიღო ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „მეცნიერება, ტექნოლოგია და ინოვაციური ტექნოლოგიები ძლიერი სახელმწიფოს ეპოქაში“, რომელიც ყოველწლიურად ტარდება თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიაში და ეძღვნება მეცნიერების დღეს.
ამ ღონისძიებაზე აკად. გ. კვესიტაძე ტრადიციულად პირველი გამოდის პრეზენტაციით. ამჯერად მისი მოხსენების თემა იყო „მიკროორგანოზმები და მცენარეები – ორგანული დამაბინძურებლების დეტოქსიკატორები“.