ვლადიმერ პაპავას ახალი წიგნი
- თებერვალი 1, 2021
აშშ-ში გამოვიდა პროფესორ ვლადიმერ პაპავას მორიგი წიგნი: “ევროპელად გახდომა: საქართველოს გამოწვევები ოცდამეერთე საუკუნეში”. ეს წიგნი ბოლო 15 წლის განმავლობაში გამოცემული ელექტრონული სტატიების კრებულია. ისინი ეძღვნება პოსტკომუნისტური საქართველოს XXI საუკუნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს. საქართველოსთვის, სსრკ-ს დაშლის შემდეგ და განსაკუთრებით მისი არსებობის ბოლო წლებში, პრიორიტეტი იყო ევროატლანტიკური ორიენტაცია. საქართველოს განვითარების ევროპული გზა არ ყოფილა მარტივი. პოსტკომუნისტურ საქართველოში ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბება დაკავშირებულია მრავალ რთულ ამოცანასთან, რომელთა გადაწყვეტასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნის მომავლისთვის. 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში ხელი მოეწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებას, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობები გაუხსნა. ამავდროულად, საქართველოს ჯერ კიდევ სჭირდება ბევრი სამუშაოს შესრულება ევროკავშირთან რეალური დაახლოებისთვის და ეს მოითხოვს მრავალი წლის შრომას.
წიგნს მაღალ შეფასებებს აძლევენ მსოფლიოს ცნობილი ეკონომისტები და პოლიტილოგები:
– ჯეფრი საქსი – კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი;
– ფრედერიკ სტარი – ვაშინგტონის და სტოკჰოლმის ცენტრალური აზიის და კავკასიის ერთობლივი ინსტიტუტის დირექტორი;
– ანდერს ასლუნდი – ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი;
– კეის კრეინი -აშშ-ს მეცნიერების და ტექნოლოგიების პოლიტიკის ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი;
– პოლ გობლი – აშშ-ს მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის პროფესორი;
– პოლ ჰეა – ედინბურგში ჰერიოტ-ვათ უნივერისტეტის ემერიტუს პროფესორი;
– სტივენ ჯონსი – მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორი;
– ნეილ მაკფარლეინი – ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი;
– თომას საიმონსი – ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი;
– ბენ სლეი – გაეროს განვითარების პროგრამის უფროსი ეკონომისტი
წიგნის ნახვა და შეძენა შესაძლებელია ამაზონის პლატფორმაზე:
https://www.amazon.com/gp/product/1663207623?ref=em_1p_0_im&ref_=pe_2313400_565753830