საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სხდომა
- თებერვალი 24, 2021
2021 წლის 19 თებერვალს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საანგარიშო კრება, ასევე ჟურნალ “კრიმინოლოგის” მე-13 ნომრისა და აკადემიის წევრის, პროფესორ დავით სუჯაშვილის წიგნების: “მართვის საფუძვლები სპეციალურ სამსახურებში“ და “კარიერული წინსვლის გზამკვლევი” პრეზენტაცია.
საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საანგარიშო კრებაზე ანგარიშით წარსდგა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა, მანვე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა აკადემიის წევრის, პროფესორ დავით სუჯაშვილის წიგნები “მართვის საფუძვლები სპეციალურ სამსახურებში” და “კარიერული წინსვლის გზამკვლევი“.
განხილვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ, საქართელოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა, პროფესორებმა: მინდია უგრეხელიძემ, ეკა ბესელიამ, სალომე კაპანაძემ, დავით სუჯაშვილმა, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს აკადემიის მიერ განხორციელებულ მუშაობას. პროფესორმა დავით სუჯაშვილმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მისი სამეცნიერო მოღვაწეობის მაღალი შეფასებისათვის, რჩევებისა და წინადადებებისათვის.
კრებაზე ეთხოვა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის მიერ დაარსებულ “წმინდა გიორგი ჭყონდიდელ–მწიგნობართუხუცესის სახელობის პრემიის” მიმნიჭებელი კომისიის მუშაობაში მონაწილეობა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიას, აკადემიკოსებს: როინ მეტრეველს და რამაზ ხუროძეს, ხოლო კომისიის ხელმძღვანელობა, აკადემიკოსს გიორგი კვესიტაძეს.
კრებაზე დაისვა საკითხი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წინაშე ეროვნული აკადემიის დონეზე დანაშაულობის – კრიმინოლოგიური პრობლემების შესწავლის თაობაზე.
ასევე აღინიშნა, რომ 2021 წლის ივნისში საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია საზეიმოდ აღნიშნავს დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის დაარსებიდან 20 წლის იუბილეს.
კრებაზე აკადემიის ახლადმიღებულ წევრებს: პროფესორ დავით სუჯაშვილს, დოქტორებს: დავით გონდაურს და თამარ ჩიკვილაძეს გადაეცათ დიპლომები .