Madam de Stael-ის პრიზი კულტურული ღირებულებებისთვის

Madam de Stael-ის პრიზი კულტურული ღირებულებებისთვის

  • მარტი 6, 2021

ALLEA – ევროპული აკადემიების კავშირი

Madam de Stael-ის პრიზი კულტურული ღირებულებებისთვის

 

ALLEA – ს პატივი აქვს, წარმოგიდგინოთ Madam de Stael-ის პრიზი კულტურული ღირებულებებისთვის. წელს პრიზის ლაურეატების გამოცხადება მოხდება ALLEA-ს გენერალურ ასამბლეაზე 2021 წლის 5-6 მაისს გენერალურ ასამბლეაზე.

შეგახსენებთ, რომ ეს პრიზი უნიკალურია თავისი ხასიათიათ, რადგან იგი ხაზს უსვამს გამოჩენილი მეცნიერებისა და ინტელექტუალების აქტივობებს, რაც ხელს უწყობს ევროპული პროექტებისა და ზოგადად ღირებულებების განვითარებას. თავიდანვე ამ პროექტმა დიდი მხარდაჭერა ჰპოვა ევროკომისიის რიგი წევრების მხრიდან, მათ შორის პრეზიდენტ ხოსე მანუელ ბაროზოსგან, როდესაც იგი პირველად ამოქმედდა 2014 წელს.

გთხოვთ გადახედოთ კრიტერიუმებს, თუ გსურთ კანდიდატურის წარდგენა:

  • პრიზი გამოავლენს იმ მკვლევრებსა და ინტელექტუალებს, რომელთ ნამუშევრებიც დიდ გავლენას ახდენს ევროპის წინსვლაზე. ლაურეატის ნამუშევარი უნდა იყოს იდეალურად ინტერდისციპლინარული ხასიათის და მნიშვნელოვან როლს უნდა თამაშობდეს საერთო ევროპული ფასეულობების, ევროინტეგრაციის ან იდენტობის პროცესში.
  • პრიზი მიზნად ისახავს პატივი მიაგოს ინდივიდებს ნებისმიერი დისციპლინიდან – არანაირი შეზღუდვა არ გავრცელდება აკადემიურ სფეროზე.
  • კანდიდატურა შეუძლიათ წარადგინონ იმ პირებმაც, რომელთა კარიერაც არ არის მკაცრად აკადემიური, მაგრამ რომელთა ნამუშევრებიც გამოხატავს მტკიცე და აშკარა დამსახურებას ევროპის წინსვლაში.

კანდიდატურას თან უნდა ერთვოდეს 1-2 გვერდიანი დასაბუთება იმისა, თუ რატომ აკმაყოფილებს კანდიდატი ზემოთ მოყვანილ კრიტერიუმებს და ასევე რეზიუმეც.

კანდიდატურის წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად მისამართზე: secretariat@allea.org 2021 წლის 21 მარტამდე. გთხოვთ მხედველობაში იქონიოთ, რომ კანდიდატურები მკაცრად კონფიდენციალურია.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმულები:

[1] http://www.allea.org/
[2] https://twitter.com/ALLEA_academies
[3] http://www.allea.org/newsletter
[4] https://allea.org/allea-madame-stael-prize/