საქართველოს მთიანეთის პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა
- ივლისი 18, 2021
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური კომისიის მორიგი სხდომა. სხდომა მიეძღვნა ჩვენი ქვეყნის რეგიონული განვითარების არსებით პრობლემებს. ეკონომიკის დარგის ცნობილმა ექსპერტმა, პროფესორმა ნოდარ გრძელიშვილმა წარმოადგინა მოხსენება „საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური უთანაბრობის მიზეზები და გადაწყვეტის გზები“. მან ვრცლად მიმოიხილა ის სისტემური ფაქტორები, რაც დღევანდელი რეგიონების განვითარებას უშლის ხელს, წარმოაჩინა კომპლექსური სურათი საქართველოს ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობისა და მისი ცალკეული სეგმენტების, მაგალითად, ტურიზმის როლი და მნიშვნელობა, აჩვენა, რომ მხოლოდ სისტემური, კოორდინირებული, კანონმდებლობით და ინსტიტუციურად უზრუნველყოფილი განვითარება მოგვცემს სასურველ შედეგებს.
სხდომას ესწრებოდნენ და დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მთის კომისიისა და ტექნიკური და სოხუმის უნივერსიტეტების ცნობილმა სპეციალისტებმა: გიორგი მაღალაშვილმა, ზურაბ ლომსაძემ, ნაზი გვარამიამ, კობა არაბულმა, ლაურა კვარაცხელიამ, ზელიმხან მაღრაძემ, მირონ ფირცხელანმა და სხვებმა. სხდომამ გამოკვეთა რამდენიმე თემა, რომელთაც უახლოეს ხანს მიეძღვნება კომისიის თემატური შეხვედრები. მომდევნო სხდომა დაეთმობა კ. არაბულის მოხსენებას მთის განვითარების ევროპული გამოცდილების შესახებ.